ავტორიზაცია

სეზონის ბოლოს საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთი ლეგენდა ტოვებს

სეზონის ბოლოს საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთი ლეგენდა ტოვებს
თარიღი 26 Sep 2025, 12:32
როგორც სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, იგი სეზონის ბოლოს პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

ბუსკეტსი ამჯერად ამერიკაში, ინტერ მაიამიში ირიცხება. ესპანელი ლეგენდის პროფესიონალური კარიერა ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში დაიწყო. მან კატალონიელთა გულშემატკივრებს თავისი სიმშვიდითა და ბურთის კონტროლით შეაყვარა თავი. 

ესპანელი ბარსელონას ღირსებას 15 წლის განმავლობაში იცავდა, მან ამ დროის განმავლობაში, გარდა გენიალური მომენტებისა, ბარსელონას შემადგენლობაში 722 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 18 გოლი და 46 საგოლე გადაცემის მითვლა შეძლო.

რაც შეეხება ინტერ მაიამის, ესპანელმა 105 მატჩში, 1 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.