სეზონის ბოლოს, უნიონი კარიუსის გამოსყიდვას აპირებს

სეზონის ბოლოს, გერმანელი გოლკიპერი უმუშევარი არ დარჩება.
როგორც იტალიური პრესა იუწყება, „უნიონ ბერლინმა“ სეზონის ბოლოს „ლივერპულიდან“ ლორის კარიუსის გამოსყიდვა გადაწყვიტა.
ამჟამად, კარიუსი გუნდში იჯარით ასპარეზობს. Transfermarkt გერმანელს მხოლოდ 2 მილიონ ევროდ აფასებს. მერსისაიდულმა გუნდმა ის 2016-ში, 6.2 მილიონად შეიძინა.
მიმდინარე სეზონში კარიუსმა „ბერლინის“ მაისურით 5 მატჩში 4 გოლი გაუშვა და 3-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.