"სეზონის დასასრული შესანიშნავი იქნება" — რაფინია

კოპა დელ რეის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ბარსელონამ ატლეტიკო მადრიდი 3-0 დაამარცხა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კატალონიელები პირველ შეხვედრაში, მადრიდში 0-4 დამარცხდნენ, საერთო ჯამში კი (3-4). მიუხედავად იმისა, რომ ბარსამ ვერ შეძლო ფინალში გასვლა, ფლიკის გუნდის პერფომანსი იყო უნიკალური და შეუდარებელი, მთელი შეხვედრის განმავლობაში "ბლაუგრანა" წინ მიიწევდა და მეტოქეს აპრესინგებდა. ამის შესახებ მატჩის ბოლოს რაფინიამ გააკეთა კომენტარი.
„თუ სეზონის ბოლომდე მეტ ასეთ მატჩს ჩავატარებთ, მაშინ სეზონის შესანიშნავ დასასრულს ვიხილავთ. უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ და თავი მაღლა გვქონდეს აწეული; ხვალ ახალი დღეა... ამ გუნდით ძალიან ვამაყობ,“ - რაფინია.


