სეზონის პირველი ტოპ მატჩი — არსენალმა მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა

ინგლისის პრემიერ ლიგის 2025/26 წლების სეზონის პირველი ტურის ცენტრალურ მატჩში არსენალი მანჩესტერ იუნაიტედს ესტუმრა და მეტოქე 1-0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი დებიუტშივე, მე-13 წუთზე გავიდა — თავი ლონდონელთა ცენტრალურმა მცველმა, რიკარდო კალაფიორიმ გამოიჩინა და გუნდს სამი ქულა მოუპოვა.
პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის მეორე ტურში, არსენალი საკუთარ კედლებში ლიდს იუნაიტედს მიიღებს, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედი ფულჰემს ესტუმრება.