შააფი შესაძლოა ვერდერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდეს
არ არის გამორიცხული, ტომას შააფი "ვერდერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდეს.
შესაძლოა აღნიშნულ თანამდებობაზე 60 წლის სპეციალისტმა ზაფხულში ფლორიან კოხფელდტი ჩაანაცვლოს, წერს Bild.
საბოლოო გადაწყვეტილებას ბრემენელები სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებენ.
შააფი 2018 წლიდან "ვერდერის" ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს, თუმცა სამწვრთნელო კარიერის დასრულება არ დაუდასტურებია.
მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, "ვერდერი" ბუნდესლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. 32 ტურის შემდეგ, გუნდი 31 ქულით მე-15 ადგილს იკავებს.