შალკეს ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"შალკემ" სპორტული დირექტორის პოსტზე 54 წლის პეტერ კნებელი დანიშნა.
ფუნქციონერმა თებერვალში გათავისუფლებული იოჰენ შნაიდერი შეცვალა.
აღნიშნულ ინფორმაციას გელზერკირხენული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში "შალკე" 26 მატჩში მოპოვებული 10 ქულით უკანასკნელ ადგილს იკავებს.