შარშანდელი "გადაგდების" შემდეგ, დანჯუმა ევერტონს წელს მაინც შეუერთდა
ვილიარეალის შემტევი არნაუტ დანჯუმა კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
ჰოლანდიელი შემტევი ევერტონს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.
ფეხბურთელმა ლივერპულური გუნდისთვის სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კლუბმა მისი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
დანჯუმა ევერტონში გადასვლასთან ახლოს შარშანაც იყო, მაგრამ ბოლო მომენტში მისით ტოტენჰემი დაინტერესდა და მან "კამფეტებს" უარი უთხრა.