ავტორიზაცია

შედეგიანი ფრე ოლიმპიკოზე! რომა ინტერს დაუზავდა [VIDEO]

შედეგიანი ფრე ოლიმპიკოზე! რომა ინტერს დაუზავდა [VIDEO]
თარიღი 10 იან 2021, 17:35
სერია ა-ს მე-17 ტურში „რომა“ საკუთარ კედლებში „ინტერს“ დაუზავდა - 2:2.

მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - მე-17 წუთზე თავი პელეგრინიმ გამოიჩინა. მეორე ნახევრის 56-ე და 63-ე წუთზე „ინტერმა“ ორი გოლი გაიტანეს და წინ გასვლა შეძლეს.

რომაელები კი მარცხს 86-ე წუთზე, მანჩინის გოლით გადაურჩნენ.

„ინტერმა“ 37 ქულა დააგროვა და მეორე ადგილს იკავებს, „რომას“ 3 ქულით ნაკლები აქვს და მესამე პოზიციაზეა, ცხრილის ლიდერი „მილანია“ 40 ქულით.