ავტორიზაცია

შეფილდ იუნაიტედი ორიჯის ტრანსფერით ინტერესდება

შეფილდ იუნაიტედი ორიჯის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 27 აგვ 2023, 12:48
ბელგიელი თავდამსხმელი დივოკ ორიჯი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს, სადაც რამდენიმე წელი "ლივერპულში" გაატარა. 

"მილანში" ცუდი წლის შემდეგ, ბელგიელი შესაძლოა პრემიერ ლიგაში "შეფილდ იუნაიტედში" დაბრუნდეს. ამ შესახებ ესპანური გამოცემა Relevo იტყობინება.

"შეფილდ იუნაიტედმა" პრემიერ კოგის მიმდინარე გათამაშებაში ჯერჯერობით ორივე მატჩი წააგო და დღეს 27 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე ქვეყნის ჩემპიონ მანჩესტერ "სიტის" უმასპინძლებს.