ავტორიზაცია

შეხვედრა უკვე შედგა - მესისთვის ბრძოლაში მანჩესტერ იუნაიტედი გააქტიურდა

შეხვედრა უკვე შედგა - მესისთვის ბრძოლაში მანჩესტერ იუნაიტედი გააქტიურდა
თარიღი 26 აგვ 2020, 22:15
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის მამას, ხორხეს შეხვდა, რომელიც აგრეთვე მისი აგენტიცაა.

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ტანკრედი პალმერი ავრცელებს.

"ემიუს" "ოქროს ბურთის" 6-გზის მფლობელის ხელში ჩაგდება უნდა. აქამდე, მესიმ "ბარსას" ხელმძღვანელობას აცნობა, რომ კლუბის დატოვებას აპირებს.

გავრცელებული ცნობით, 33 წლის სუპერვარსკვლავის დამატება "ინტერსაც" უნდა, მაგრამ თავად მესი "მანჩესტერ სიტის" ვარიანტისკენ იხრება, სადაც მისი ექს-მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მუშაობს.