ავტორიზაცია

"შემომხედეთ, აგენტს ვგავარ?!", - რონალდუ გაბრაზებულია

"შემომხედეთ, აგენტს ვგავარ?!", - რონალდუ გაბრაზებულია
თარიღი 17 ივლ 2023, 01:03
პრესაში გავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "ალ ნასრის" ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ოტავიოს მის გუნდში გადასვლაზე მუშაობდა.

ამასთან დაკავშირებით პორტუგალიელმა ლეგენდამ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის ტრანსფერში ჩართული საერთოდ არ არის.

"შემომხედეთ, აგენტს ვგავარ? მე არავის არ ველაპარაკები, რადგან გუნდში სხვა ჩემი საქმე მაქვს. ასე ამბობენ 10-15 ფეხბურთელზე, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება.

ოტავიოსთან კლუბს შეთანხმება მიღწეული არ აქვს და ჭორია. ალ ნასრი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს, მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერია", - განაცხადა რონალდუმ.