ავტორიზაცია

შერმადინის ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ფინალში უნიკახასთან დამარცხდა

შერმადინის ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ფინალში უნიკახასთან დამარცხდა
თარიღი 29 აპრ 2024, 12:51
გიორგი შერმადინი ძალიან ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებასთან. პირველად 2022 წელს გაიმარჯვა, მეორედ 2024 წლის 28 აპრილს ითამაშა ფინალი, . მისი „ტენერიფე“ „უნიკახას“ დაუპირისპირდა და ბოლო წამებზე 80:75 დამარცხდა. მალაგელებმა ისტორიაში პირველად მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.

გიორგი შერმადინი ტენერიფელთა ჺემადგენლობაში საუკეთესო იყო, თიმცა მხოლოდ მისი კარგი გარჯა ფინალის მოგებას ვერ გასწვდა. მან 31 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა. შერმადინის ანგარიშზე 5-დან 5 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო იყო.

„უნიკახას“ გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა პერიმეტრიდან ზუსტმა თამაშმა. მალაგელებმა 14 სამქულიანი ჩააგდეს. გამოცდილმა ნიჰად დედოვიჩმა 5-დან 4 სამიანი გამოიყენა, რითაც მალაგელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

Gbf.ge