ავტორიზაცია

შერმადინმა არვიდას საბონისსაც გადაასწრო და ესპანეთის ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამხო

შერმადინმა არვიდას საბონისსაც გადაასწრო და ესპანეთის ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამხო
თარიღი 18 მარ 2024, 18:09
გიორგი შერმადინმა ევროპის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო – ესპანეთის ლიგის კიდევ ერთი – საკმაოდ პრესტიჟული რეკორდი დაამხო. ტენერიფეს ქართველი ცენტრი გასული ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ამით ის ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა.

შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატების ტურის MVP მე-20-ედ გახდა, რაც ამ ლიგის აბსოლუტური რეკორდია. აქ უთამაშია არვიდას საბონისს, ლუკა დონჩიჩს, ესპანელი კალათბურთელების მთელს ვარსკვლავებს, თუმცა ყველაზე მეტჯერ ეს პრესტიჟული ჯილდო, რასაც ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ჰქვია, ქართველზე მეტჯერ არავის დაუმსახურებია.

შერმადინი მიმდინარე წლის 6 იანვარს გაუთანაბრდა არვიდას საბონისსა და ლუ როს, როცა მე-17 ტურის MVP გახდა და ამჯერად, 25-ე ტურის იგივე პიზის მოგებით ისტორიაში შევიდა. შერმადინი გასულ ტურში შეუჩერებელი იყო ანდორასთან სტუმრად მოგებულ მატჩში, სადაც მან თავის ყოფილ გუნდთან 23 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა. მისი სარგებლიანობის ინდექსი, რამაც 37 შეადგინა, ვერავინ გადაფარა და გიორგიც ესპანური ლიგის ახალი რეკორდსმენი შეიქნა.

აღსანიშნავია, რომ შერმადინს ეკუთვნის ესპანეთის უმაღლესი ლიგის რეკორდი თვის MVP-ის ტიტულებშიც. ქართველი ცენტრი ამ ნომინაციაში საუკეთესოდ 12-ჯერ დაასახელეს. ანუ 1 სრული წელიწადი (თვეები რომ გადავაბათ) ის ესპანეთის ჩემპიონატის ყველა მატჩის საუკეთესო იყო საშუალოდ.

აქვე დავძენთ შერმადინის კიდევ ერთ და ალბათ ყველაზე პრესტუჟულ შედეგს: ქართველი ცენტრი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ორჯერ – 2020-2021 და 2022-2023 წლების სეზონებში გამხდარა. 

Gbf.ge