ავტორიზაცია

შესაძლოა მუდრიკმა ჩელსი ზამთარში დატოვოს

შესაძლოა მუდრიკმა ჩელსი ზამთარში დატოვოს
თარიღი 19 სექ 2024, 14:43
ლონდონის ჩელსის უკრაინელმა ვინგერმა, მიხაილო მუდრიკმა შესაძლოა დატოვოს კლუბი მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს. ჩელსიმ მუდრიკი, 2023 წლის ზამთარში გაიფორმა, მის სანაცვლოდ ''არისტოკრატებმა'' შახტარს, 70 მილიონი გადაუხადეს და მათთვის სამწუხაროდ, უკრაინელი შემტევი ამ თანხის მინიმუმსაც კი ვერ ამართლებს. მუდრიკის ანგარიშზე ჩელსის მაისურით ყველა ტურნირზე, 62 შეხვედრაა რა დროშიც, მან მხოლოდ 7 გოლის გატანა მოახერხა. 

უკრაინელის მიმართ, ინტერეს მიუნხენის ბაიერნი და მარსელის ოლიმპიკი გამოთქვამენ. დიდი შანსია, ფრანგულმა კლუბმა ზამთარში, მუდრიკის იჯარით დამატება სცადოს. ''ლურჯების'' ათიანმა ძირითადშიც კი დაკარგა ადგილი და ენცო მარესკასგან ნდობა თითქმის არ აქვს. ამ სეზონში მიხაილო მუდრიკის ანგარიშზე 4 ჩატარებული თამაშია და არცერთი შედეგიანი მოქმედება.