ავტორიზაცია

"შესანიშნავი სეზონი იქნება", - სტარიჯის პირველი კომენტარი ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ

"შესანიშნავი სეზონი იქნება", - სტარიჯის პირველი კომენტარი ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ
თარიღი 02 Oct 2021, 15:21

"პერტ გლორის" ახალწვეულმა, დანიელ სტარიჯმა ავსტრალიის ჩემპიონატში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

32 წლის ინგლისელმა ახალ გუნდთან 2022 წლის 30 ივნისამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"2021/22 წლების სეზონი "პერტ გლორისთვის" შესანიშნავი იქნება. ამ საინტერესო დროში ავსტრალიურ ლიგაში თამაშის ბრწყინვალე შესაძლებლობა გამიჩნდა".

"სულმოუთქმელად ველოდები, თუ როდის შევუერთდები ახალ თანაგუნდელებს. გავიგე, რომ საოცარი ქალაქია, ასე რომ მოუთმენლად ველი მის გაცნობას! მალე შევხვდებით", - წერს სტარიჯი.

გამოცდილი ფორვარდის ბოლო კლუბი თურქული "ტრაბზონსპორი" გახლდათ, სადაც 2019 წლის აგვისტოდან 2020 წლის მარტამდე ირიცხებოდა.

მოგეხსენებათ, კარიერის მანძილზე სტარიჯს ისეთი გუნდების ღირსება დაუცვია, როგორებიც "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი", "ლივერპული" და "ვესტ ბრომვიჩი" არიან.