ავტორიზაცია

შეთანხმება ახლოსაა - დორტმუნდი ბაიერნის ნახევარმცველს იმატებს

შეთანხმება ახლოსაა - დორტმუნდი ბაიერნის ნახევარმცველს იმატებს
თარიღი 23 ივლ 2023, 22:22
დორტმუნდის ბორუსია და მიუნხენის ბაიერნი ავსტრიელი შემტევის, მარსელ ზაბიტცერის ტრანსფერზე შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. 

თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ნახევარმცველი კარიერას "სიგნალ იდუნა პარკზე" გააგრძელებს. 

დორტმუნდი ზაბიტცერის ტრანსფერში 16 მილიონ ევროს და ბონუსებს გადაიხდის, ფეხბურთელი კი გუნდთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს. 

გასული სეზონის მეორე ნახევარი ზაბიტცერმა იჯარით მან იუნაიტედში გაატარა, რომელმაც მისი გამისყიდვა არ მოისურვა.