შეთანხმება მიღწეულია - ჩელსის ექ-ნახევარმცველი ოსკარი ახალ გუნდში გადადის
ჩინური „შანხაი პორტის“ ბრაზილიელი ნახევარმცველი, ისკარი, სამშობლოში ბრუნდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელი, რომელიც ევროპაში „ჩელსიში“ თამაშით დაგვამახსოვრდა, კარიერას „ფლამენგოში“ გააგრძელებს.
ბრაზილიურმა კლუბმა ჩინურთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და მხარეებს შორის მხოლოდ დოკუმენტების გაფორმებაა საჭირო.
ოსკარი „შანხაი პორტში“ 2017 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში, ჩინეთის ჩემპიონატის 120 მატჩში 95 საგოლე ქმედება მიითვალა.