ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია, მოდრიჩის მომავალი გაირკვა - ფაბრიციო რომანო

შეთანხმება მიღწეულია, მოდრიჩის მომავალი გაირკვა - ფაბრიციო რომანო
თარიღი 27 იან 2021, 18:28
"რეალის" ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც იწერება, კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვეტილი ამბავია. მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს. გარიგება ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება.

35 წლის ხორვატმა მიმდინარე სეზონში "რეალის" მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.