შეთანხმება მიღწეულია, რიბერი ცალი ფეხით ახალ გუნდშია — იტალიური პრესა
ვეტერანი შემტევი ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი "სალერნიტანაში" გადასვლასთან ახლოს არის, წერენ იტალიურ პრესაში.
გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის ფრანგმა სერია ა-ს ახალწვეულთან ერთწლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, 1,5 მილიონ ევროიანი ხელფასით.
როგორც აღინიშნება, რიბერი ორშაბათს სალერნოში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრანსფერიც ოფიციალურად დაიხურება.
მოგეხსენებათ, გამოცდილი შემტევის ბოლო კლუბი "ფიორენტინა" გახლდათ, "იების" ღირსებას იგი 2019 წლიდან 2021 წლამდე იცავდა.
რიბერიმ საერთო ჯამში ფლორენციული კლუბის მაისურით 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.