შეთანხმება შედგა — ადემოლა ლუკმენი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

შეთანხმება შედგა — ადემოლა ლუკმენი ატალანტადან კარიერას ატლეტიკო მადრიდში გააგრძელებს.
მხარეებს შორის გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია, ნიგერიელი ფეხბურთელი ესპანეთში უახლოეს დღეებში გაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მაოწერს. იტალიური გუნდი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €40 მილიონს მიიღებს.
ლუკმენი ატალანტას ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა, მან გუნდის შემადგენლობაში 137 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 55 გოლი და 27 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.



