შეთანხმება შედგა — ადრიენ რაბიო კარიერას იტალიის სერია ა-ში გააგრძელებს

ადრიენ რაბიომ მარსელი დატოვა და კარიერას იტალიის სერია ა-ში გააგრძელებს. აღნიშნული ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დადასტურდება.
30 წლის ფრანგი ნახევარმცველი მილანის ღირსებას დაიცავს — მხარეებმა ყველა დეტალი მოაგვარეს და ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმებაც ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიოს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს. 2019-24 წლებში ის ტურინის იუვენტუსში ირიცხებოდა და 212 მატჩში 22 გოლთან ერთად 16 ასისტი გაიფორმა.