ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — ანტონის ახალი კლუბი ცნობილია

შეთანხმება შედგა — ანტონის ახალი კლუბი ცნობილია
თარიღი 01 Sep 2025, 11:56

შეთანხმება შედგა — ანტონი მანჩესტერ იუნაიტედიდან კარიერას რეალ ბეტისში გააგრძელებს.

მხარეებს შორის გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია, ფეხბურთელი 24 საათის განმავლობაში გაემგზავრება ესპანეთში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტაქტს ხელს მოაწერს. ესპანური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €25 მილიონს გადაიხდის.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში რეალ ბეტისმა ანტონი იჯარის წესით დაიმატა, თუმცა ამჯერად ბეტისი მას ოფიციალურად გაიფორმებს.

25 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში რეალ ბეტისის შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემაც მიითვალა.