ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — არსენალმა ესპანელი მცველი დაიმატა

შეთანხმება შედგა — არსენალმა ესპანელი მცველი დაიმატა
თარიღი 14 Jul 2025, 14:02
შეთანხმება შედგა — კრისტიან მოსკერა ვალენსიადან კარიერას არსენალში გააგრძელებს.

ვალენსია ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €18-20 მილიონს მიიღებს.

მოსკერა ლონდონში უახლოეს დღეებში გაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი კონტრაქტს მოაწერს ხელს.

21 წლის მცველი ვალენსიას აღზრდილია, მისი დებიუტი მთავარ გუნდში 2023 წელს შედგა, ამის შემდეგ მან გუნდის შემადგენლობაში 90 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.