შეთანხმება შედგა — ატალანტა დე კეტელარეს მილანიდან გამოისყიდის

მილანსა და ატალანტას შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულდა და ბერგამოული კლუბი შარლე დე კეტელარეს გამოისყიდის.
ატალანტას 23 წლის ბელგიელი შემტევის ტრანსფერი 22/23 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც 2 მილიონიანი ბონუსები და მომდევნო გაყიდვიდან 10% დაემატება.
შეგახსენებთ, რომ დე კეტელარე ატალანტას იჯარის წესით გასულ ზაფხულში შეუერთდა — ბერგამოელებმა იჯარაში 3 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო ტრანსფერი საბოლოო ჯამში 27/28 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
შარლე დე კეტელარემ გასულ სეზონში ატალანტას მაისურით 50 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა, 11 ასისტი გაიფორმა და გუნდთან ერთად ევროპა ლიგა მოიგო.