ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — ატლეტიკომ ახალი მცველი დაიმატა

შეთანხმება შედგა — ატლეტიკომ ახალი მცველი დაიმატა
თარიღი 24 Jul 2025, 12:23
შეთანხმება შედგა — დევიდ ჰანკო ფეინოორდიდან კარიერას ატლეტიკო მადრიდში გააგრძელებს.

ნიდერლანდური გუნდი ფეხბურთელის სანაცვლოდ €30 მილიონ მიიღებს.

ფეხბურთელი უახლოეს დღეებში გაფრინდება ესპანეთში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტაქტს მოაწერს ხელს.

სლოვაკი მცველი ფეინოორდის ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა, მან გუნდის შემადგენლობაში 140 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემის მითვლაც შეძლო.