შეთანხმება შედგა — ბარსელონას ერთ-ერთი ლიდერი ტოვებს

შეთანხმება შედგა — ინიგო მარტინესი ბარსელონადან კარიერას ალ ნასრში გააგრძელებს.
მხარეებს შორის გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია. ესპანელი ფეხბურთელი უახლოეს დღეებში გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
34 წლის მცველი საუდის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ინიგო ბარსელონას ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა, მან გუნდის შემადგენლობაში 71 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ასევე, მან გუნდთან ერთად არაერთი ტიტულის მოგება შეძლო (ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერ თასი).