ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — ჩელსიმ ბრაიტონიდან ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

შეთანხმება შედგა —  ჩელსიმ ბრაიტონიდან ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა
თარიღი 30 Jun 2025, 15:42
შეთანხმება შედგა — ჟოაო პედრო კარიერას ბრაიტონიდან ჩელსიში გააგრძელებს.

ბრაზილიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ ჩელსი ბრაიტონს 50 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტს გადაუხდის.

ფეხბურთელი ლონდონურ კლუბთან კონტრაქტს 2032 წლამდე გააფორმებს.

ჟოაო პედრო დღეს აშშ-ში გაფრინდება, სადაც საბოლოო სამედიცინო შემოწმებას ჩაიტარებს და ოფიციალურად შეუერთდება გუნდს.

ასევე, ფეხბურთელი ჩელსის, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზეც დაეხმარება.

ჟოაო პედრო "თოლიების" ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავს, მან გუნდის მაისურით 70 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.