ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — ენჯ პოსტეკოგლუ ინგლისურ კლუბს ჩაიბარებს

შეთანხმება შედგა — ენჯ პოსტეკოგლუ ინგლისურ კლუბს ჩაიბარებს
თარიღი 09 Sep 2025, 13:13
ლონდონის ტოტენჰემის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ენჯ პოსტეკოგლუ საქმეში ბრუნდება და ინგლისურ კლუბს ჩაუდგება სათავეში.

ბრიტანული მედიის ცნობით, 60 წლის ავსტრალიელი ნოტინგემ ფორესტთან 1,5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ენჯ პოსტეკოგლუ ტოტენჰემში ორივე წელი მუშაობდა და გუნდთან ერთად ევროპა ლიგა მოიგო. მან ლონდონური კლუბი 6 ივნისს დატოვა.