ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — გიორგი არაბიძე ეროვნულ ლიგაში ბრუნდება

შეთანხმება შედგა — გიორგი არაბიძე ეროვნულ ლიგაში ბრუნდება
თარიღი 14 Oct 2025, 19:21
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და გიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოში ბრუნდება.

გამოცემის ცნობით, კონტრაქტის ყველა დეტალი მხარეებმა უკვე შეათანხმეს და 27 წლის ქართველი ფეხბურთელი ქუთაისურ კლუბთან ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძეს ტორპედოში თამაში გამოცდილება აქვს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ბოლოს კი სამხრეთ კორეულ ულსან ჰიუნდაიში ირიცხებოდა და კლუბი 6 თვის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.