შეთანხმება შედგა — იბერია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვის მიუხედავად, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა იბერიამ მორიგი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა და თავისუფალი აგენტის სტატუსით ახალი ფეხბურთელი დაიმატა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი კარიერას იბერიაში გააგრძელებს და კლუბთან მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება.
ალთუნაშვილი ბოლოს ავსტრიულ ვოლფსბერგერში თამაშობდა და საკმაოდ წარმატებული სეზონიც ჩაატარა — მისი გუნდი ავსტრიის ჩემპიონობისთვის იბრძოდა. ზაფხულში ქართველმა ნახევარმცველმა კლუბი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.
რაც შეეხება იბერიას, 23 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი 52 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ალთუნაშვილს გეგუჩაძესთან უკვე აქვს თანამშრომლობის გამოცდილება — ისინი ერთად დინამო ბათუმში გამოდიოდნენ.

სანდრო ვოლფსბერგერის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა, ქართველმა გუნდის შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემის მითვლაც შეძლო.