შეთანხმება შედგა — იუვენტუსის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

ტურინის იუვენტუსის ხელმძღვანელობამ იგორ ტუდორი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენა და მისი შემცვლელი უკვე იპოვა.
იტალიური მედიის ცნობით, სერია ა-ში ლუჩანო სპალეტი ბრუნდება და ტურინული გრანდის მთავარი მწვრთნელი გახდება. მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის იტალიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს — სხვადასხვა დროს ის რომას, ინტერის და ნაპოლის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა. ბოლოს კი იტალიის ეროვნულ ნაკრებში იყო.

