ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — იუვენტუსმა კანადელი ფორვარდი დაიმატა

შეთანხმება შედგა — იუვენტუსმა კანადელი ფორვარდი დაიმატა
თარიღი 02 Jul 2025, 13:24
შეთანხმება შედგა — ჯონათან დევიდი კარიერას ლილიდან იუვენტუსში გააგრძელებს.

მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, კანადელ ფორვარდს ტურინში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. შეგახსენებთ, ჯონათანი ტურინელთა რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

კანადელი ფორვარდი ლილის ღირსებას 2020 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ფრანგული გუნდის მაისურით 232 მატჩი ჩაატარა, 109 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა გააკეთა.