ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — ჯაკომო რასპადორი იტალიაში ბრუნდება

შეთანხმება შედგა — ჯაკომო რასპადორი იტალიაში ბრუნდება
თარიღი 08 Jan 2026, 17:45
დეკემბრის თვეში დაწყებული მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ჯაკომო რასპადორი ატლეტიკო მადრიდიდან კარიერას რომაში გააგრძელებს! 25 წლის იტალიელ შემტევს სამშობლოში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. რომა ჯაკომო რასპადორის 6-თვიანი იჯარით დაიმატებს, თუმცა "ჯალოროსის" სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვა €22/23 მილიონად შეეძლება.

ჯაკომო რასპადორი, რომ ჩოლო სიმეონეს გეგმებში არ შედიოდა ამის შესახებ მადრიდული პრესა რამდენიმე კვირის განმავლობაში წერდა, სწორედ ამიტომ ატლეტიკო 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავდა. იმის ფონზე, რომ იტალიელ ფორვარდს სერია A-ში თამაშის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, რომაში მისი დამატება მარტივად გადაწყვიტეს.

შეგახსენებთ, ჯაკომო რასპადორის ბოლო იტალიური კლუბი ნაპოლი იყო, საიდანაც ატლეტიკო მადრიდში გასულ ზაფხულს გადაბარგდა, სადაც კარიერა ვერ აეწყო და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მისი ტრანსფერი ჩავარდა. რომა ჯაკომო რასპადორის გარდა მინიმუმ ერთი ახალი შემტევის დამატებას კიდევ გეგმავს.