შეთანხმება შედგა — ჯანლუიჯი დონარუმას ახალი კლუბი ცნობილია

შეთანხმება შედგა — ჯანლუიჯი დონარუმა პარი სენ-ჟერმენიდან კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს!
მხარეებს შორის გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია, იტალიელ მეკარეს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. მან სიტი პსჟ-ს ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს გადაუხდის.
ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ს ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავდა. იტალიელმა ამ დროში 161 მატჩის ჩატარება მოასწრო, კარი მშრალად კი 56-ჯერ შეინახა.