შეთანხმება შედგა — ჯეიდონ სანჩოს ახალი კლუბი ცნობილია

შეთანხმება შედგა — ჯეიდონ სანჩო მანჩესტერ იუნაიტედიდან კარიერას ასტონ ვილაში გააგრძელებს.
მხარეებს შორის გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია, ფეხბურთელს უკვე ელოდებიან ახალ კლუბში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტაქტს ხელს მოაწერს. მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება.
ჯეიდონ სანჩომ გასული სეზონი იჯარის წესით ჩელსიში გაატარა, მან ამ დროის განმავლობაში 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.