შეთანხმება შედგა — ჯეკ გრილიში მანჩესტერ სიტის ტოვებს

რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა. ჯეკ გრილიში მანჩესტერ სიტიდან კარიერას ევერტონში გააგრძელებს. მხარეებს შორის გარიგების ყველა დეტალები შეთანხმებულია. 29 წლის ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება.
გრილიშის სიტიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც ვრცელდებოდა. ინგლისელი შემტევი პეპ გვარდიოლას გეგმებში არ შედიოდა, რის გამოც მისი გუნდის დატოვება მხოლოდ დროის საკითხი იყო. საუბარი საუდის არაბეთის ლიგაში გადასვლაზეც იყო, თუმცა თავად ფეხბურთელს პრემიერ ლიგის დატოვება არ სურდა.
ჯეკ გრილიში მანჩესტერ სიტის ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავდა. ამ პერიოდში მან 157 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჯეკ გრილიში მანჩესტერ სიტის ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავდა. ამ პერიოდში მან 157 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა გააკეთა.