ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — ხამეს როდრიგესის ახალი კლუბი ცნობილია

შეთანხმება შედგა — ხამეს როდრიგესის ახალი კლუბი ცნობილია
თარიღი 06 Feb 2026, 10:58
1 თვიანი პაუზის შემდეგ, ხამეს როდრიგესი მოედანზე ბრუნდება და კარიერას MLS-ში გააგრძელებს — ინფორმაცი უახლოეს საათებში ოფიციალურად დადასტურდება.

34 წლის კოლუმბიელმა შემტევმა შეთანხმებას მინესოტა იუნაიტედთან მიაღწია და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესმა ლეონი 1 თვის წინ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ხამეს როდრიგესმა ლეონში 1 წელი გაატარა და მექსიკური კლუბის მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გაიფორმა.