ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა - კინგსლი კომანი ბაიერნს ტოვებს

შეთანხმება შედგა - კინგსლი კომანი ბაიერნს ტოვებს
თარიღი 11 Aug 2025, 14:39
შეთანხმება შედგა - კინგსლი კომანი მიუნხენის ბაიერნიდან კარიერას ალ ნასრში გააგრძელებს.

მხარეებს შორის გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია, ფრანგი შემტევი უახლოეს დღეებში გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გერმანული გრანდი, საუდის გუნდისგან დაახლოებით 30 მილიონ ევრომდე მიიღებს.

კომანი ბაიერნის ღირსებას 2015 წლიდან მოყოლებული იცავდა, მან გუნდის შემადგენლობაში 339 მატჩი ჩაატარა, 72 გოლი გაიტანა და 71 საგოლე გადაცემა გააკეთა.