ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — კონორ გალაგერი კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

შეთანხმება შედგა — კონორ გალაგერი კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს
თარიღი 13 Jan 2026, 13:05
მადრიდის ატლეტიკოს ნახევარმცველი, კონორ გალაგერი კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს — ინფორმაცია ოფიციალურად უახლოეს დღეები დადასტურდება.

25 წლის ფეხბურთელმა შეთანხმებას ლონდონის ტოტენჰემთან მიაღწია და მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებენ. ატლეტიკო გალაგერის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებს.

როგორც ირკვევა, ტოტენჰემის გარდა გალაგერის ტრანსფერზე ასტონ ვილაც აქტიურად მუშაობდა, თუმცა, თავად ფეხბურთელმა კარიერის ლონდონურ კლუბში გაგრძელება გადაწყვიტა.