შეთანხმება შედგა — კრისტიან ერიქსენი კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი მოედანს უბრუნდება და კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს.
33 წლის დანიელმა ფეხბურთელმა ვოლსბურგთან შეთანხმებას მიაღწია და კლუბს სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ოფიციალურად შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიქსენმა მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და მოლაპარაკებებს არაერთ კლუბთან აწარმოებდა.