ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — ლივერპული ფრანგ მცველს იმატებს

შეთანხმება შედგა — ლივერპული ფრანგ მცველს იმატებს
თარიღი 02 Feb 2026, 02:53
შეთანხმება შედგა — ჯერემი ჟაკეტი რენიდან კარიერას ლივერპულში გააგრძელებს.

20 წლის ფრანგი ფეხბურთელი მერსესაიდელებს 2026 წლის ივნისში შეუერთდება.

მხარეებს შორის გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია, ფეხბურთელი ინგლისში 2026 წლის ზაფხულში გაემგზავრება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. 

ფრანგული გუნდი ფეხბურთელის სანაცვლოდ €60 მილიონს + €10 მილიონს ბონუსის სახით მიიღებს.


20 წლის მცველი რენის აკადემიის აღზრდილია, ჯერემის დებიუტი ფრანგული გუნდის პირველ გუნდში 2024 წელს შედგა, ამის შემდეგ გუნდმა ის გასულ სეზონში კლერმონტში გაანათხოვრა, თუმცა მიმდინარე სეზონში ფეხბურთელი კვლავ რენის ღირსებას იცავდა, მან გუნდის შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემით შეძლო თავის გამოჩენა.