შეთანხმება შედგა — ლივერპული შვედი ფორვადის სანაცვლოდ რეკორდულ თანხას იხდის

შეთანხმება შედგა — შვედი ფორვარდი, ალექსანდერ ისაკი ნიუკასლიდან კარიერას ლივერპულში გააგრძელებს.
მხარეებს შორის გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია, ფეხბურთელს უკვე ელოდებიან ახალ კლუბში, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
"მერსისაიდული" კლუბი 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით £125 მილიონს გადაიხდის!
შვედი ფორვარდი, ნიუკასლის ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა, მან გუნდის შემადგენლობაში 109 მატჩში, 62 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.