შეთანხმება შედგა — ლივერპულმა ახალი ფორვარდი დაიმატა

შეთანხმება შედგა — უგო ეკიტიკე აინტრახიდან კარიერას ლივერპულში გააგრძელებს.
აინტრახი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონ ევროს მიიღებს.
ეკიტიკე უახლოეს დღეებში გაფრინდება ინგლისში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან 2031 წლამდე კონტრაქტს გააფორმებს.
უგო ეკიტიკე აინტრახტის ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავდა, მან გუნდის შემადგენლობაში 64 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.