შეთანხმება შედგა — ლორენცო ინსინიე კარიერას იტალიაში გააგრძელებს

ლორენცო ინსინიე კარიერას პესკარაში გააგრძელებს — ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის, რის შემდეგაც 34 წლის ფეხბურთელი კონტრაქტს გააფორმებს და მისთვის კარგად ნაცნობ გარემოში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, ლორენცო ინსინიე პესკარას ღირსებას 2011-2012 წლებში იცავდა, რა დროშიც 38 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 20 გოლი და 13 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. პესკარა ამ მომენტისთვის სერია B-ში ასპარეზობს და საქმე საკმაოდ ცუდად აქვს. "დელფინები" 21 ტურის შემდეგ, 14 ქულით ბოლო, მე-20 პოზიციას იკავებენ.
რაც შეეხება ლორენცო ინსინიეს ბოლო კლუბს, იტალიელი 2022-2025 წლებში ტორონტოს ღირსებას იცავდა, თავისუფალი აგენტი კი გასულ ზაფხულს გახდა. გამოცდილი შემტევის დამატებას ნაპოლი და ლაციოც განიხილავდნენ, თუმცა დიდი კლუბების ინტერესის მიუხედავად, ლორენცომ პესკარას დახმარება არჩია და სერია B-ში თამაშს დათანხმდა.