ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

შეთანხმება შედგა — ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიაში გააგრძელებს
თარიღი 11 Jul 2025, 12:33
შეთანხმება შედგა — ლუკა ლოჩოშვილი კარიერას ნიურნბერგში გააგრძელებს.

ნიურნბერგი ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 1-1.5 მილიონ ევროს გადაიხდის.

როგორც მედიაში იწერება, ლოჩოშვილი გერმანიაში დღეს გაფრინება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ლუკა კრემონეზეს 2022 წელს შეურთდა, მან გუნდის შემადგენლობაში 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მცველმა, გასული სეზონის მეორე ნაწილი იჯარის წესით სალერნიტანაში გაატარა, სადაც ჯამში 20 შეხვედრა ჩაატარა.

რაც შეეხება ნიურნბერგს, გუნდი ბუნდესლიგა 2-ში ასპარეზობს. "Der Club"-მა გასული სეზონი 48 ქულით, მე-10 პოზიციაზე დაასრულა.