ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — ლუკა მოდრიჩის ახალი კლუბი ცნობილია

შეთანხმება შედგა — ლუკა მოდრიჩის ახალი კლუბი ცნობილია
თარიღი 04 Jun 2025, 09:52
13 წლის შემდეგ, ლუკა მოდრიჩი მადრიდის რეალს ტოვებს — ხორვატი ფეხბურთელი სამეფო კლუბი გულშემატკივრებს უკვე დაემშვიდობა.

იტალიური მედიის ცნობით, 39 წლის ფეხბურთელი ევროპაში რჩება და კარიერას მილანში გააგრძელებს. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და 1 წლიან კონტრაქტს მოაწერენ ხელს.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი რეალში 2012 წლიდან ირიცხება და 591 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 95 საგოლე გადაცემა გაიფორმა. 2018 წელს, ხორვატი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ოქროს ბურთი გადასცეს.