ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — მანჩესტერ სიტიმ ახალი მეკარე დაიმატა

შეთანხმება შედგა — მანჩესტერ სიტიმ ახალი მეკარე დაიმატა
თარიღი 25 Jul 2025, 13:59


შეთანხმება შედგა — ჯეიმს ტრაფორდი ბარნლიდან კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს.

მხარეებს შორის გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია, ფეხბურთელი მანჩესტერში უახლოეს დღეებში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ჯეიმსი სიტის აღზრდილია და გუნდი მას 40 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ დაიბრუნებს.

ფეხბურთელით ნიუკასლიც ინტერესდებოდა, თუმცა ტრაფორდმა საბოლოო არჩევანი მან სიტიზე გააკეთა.

ინგლისელი მეკარე ბარნლის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა, მან გუნდის შემადგენლობაში 73 მატჩი ჩაატარა და კარის მშრალად შენარჩუნება 31-ჯერ შეძლო.