შეთანხმება შედგა — მარკუს რაშფორდის ახალი კლუბი ცნობილია

შეთანხმება შედგა — მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედიდან კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს.
მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, რაშფორდი უახლოეს დღეებში ესპანეთში გაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. მანჩესტერსა და ბარსელონას შორის ერთ წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება გამოსყიდვის უფლებით.
მარკუსი მანჩესტერის აღზრდილია და მისი დებიუტი მთავარ გუნდში 2016 წელს შედგა, მას შემდეგ ფეხბურთელმა გუნდის შემადგენლობაში 426 მატჩი ჩაატარა, 138 გოლი გაიტანა და 77 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით ასტონ ვილაში გაატარა, სადაც 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.