შეთანხმება შედგა — მილანი ახალ მცველს იმატებს

შეთანხმება შედგა — კონი დე ვინტერი ჯენოადან კარიერას მილანში გააგრძელებს.
მხარეებს შორის გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია, ბელგიელი მცველი მილანში უახლოეს დღეებში გაემგზავრება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
იტალიური კლუბი "როსონეროსგან" დაახლოებით €20-23 მილიონ ევროს მიიღებს.
23 წლის ფეხბურთელი, ჯენოას ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. მან გუნდის შემადგენლობაში 57 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.