ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — მილანი ნიგერიელ ფორვარდს იმატებს

შეთანხმება შედგა — მილანი ნიგერიელ ფორვარდს იმატებს
თარიღი 21 Aug 2025, 11:14
მილანის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აგრძელებს და მე-8 ფეხბურთელის დამატებასთან ძალიან ახლოს არის.

იტალიური მედიის ცნობით, ლევერკუზენის თავდამსხმელი, ვიქტოს ბონიფასე როსონერის ღირსებას დაიცავს — 24 წლის ნიგერიელს მილანში უახლოეს საათებში ელოდებიან.

როსონერიმ ვიქტოს ბონიფასეს იჯარის წესით დაიმატებს და სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება 30 მილიონ ევროს ფარგლებში ექნება. შეგახსენებთ, რომ ნიგერიელმა ფორვარდმა გასულ სეზონში ლევერკუზენის მაისურით ჩატარებულ 27 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გაიფორმა.